საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედიკოებსა და მასწავლებლებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ფერადი და დასამახსოვრებელი ღონისძიება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დედაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.
მოსწავლეებმა აქტივობების მეშვეობით შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას მშობლები და სკოლის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ეს დღე დიდხანს ემახსოვრება თითოეულ მათგანს.
იხილეთ ფოტოები: