ცერონისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
14-03-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებს მორგებულ, შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი ხასიათის სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს. 

სკოლაში ჩატარებულ საინტერესო აქტივობებს შორის, აღსანიშნავია მე-9 კლასის მოსწავლეთა შექმნილი კედლის გაზეთი - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“. 

მოსწავლეებმა გაზეთი, 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით შექმნეს, მასზე დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. 

გაზეთზე მუშაობისას, მოსწავლეები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს გაეცნენ, მოიძიეს მათთვის უცნობი ინფორმაციები და გაიღრმავეს ცოდნა, დაგროვილი ინფორმაცია კი, ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერიკო კოკოლაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203