„გაზაფხული, ქალი, დედა“ - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თბილისის N175 საჯარო სკოლაში
14-03-2024

თბილისის N175 საჯარო სკოლის  მე-3 კლასში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „გაზაფხული, ქალი, დედა“, გაიმართა. 

ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე დიდი სიამოვნებითა და ხალისით ჩაერთო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო გაზაფხულის მშვენიერების აღქმა, ქალის როლის გაცნობიერება და დედის, როგორც სიცოცხლის საწყისის პატივისცემა იყო. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დედაზე, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მოსმენის, მხატვრული კითხვის, აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.

მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებაში, ოჯახში, ისაუბრეს იმაზე, რომ ვერც ერთი ბალადა, ვერც ერთი ჰიმნი წარმოთქმული ადამიანისაგან, ვერ იტყვის სრულიად ქალის სადიდებელს.

ღონისძიებაზე, 3 მარტი განსაკუთრებით მიულოცეს ცხრაშვილიან დედას შორენა აბაზაშვილს და ოთხი შვილის დედას თამუნა ბუსკივაძეს, აგრეთვე იმ ქალბატონებს, რომლებიც სულ მალე კიდევ ერთხელ გახდებიან დედები.

ღონისძიება ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203