ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლა
14-03-2024

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა თუ პროექტებში. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლამ ოლიმპიადა „ევერესტს“, უმასპინძლა, საგანმანათლებლო პროექტს, რომელთანაც აქტიურად პარტნიორობს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ოლიმპიადის ოქროს ტურის ორმოცდაათამდე მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით და წამახალისებელი საჩუქრებით.

სკოლაში მადლობას უხდიან, ოლიმპიადის დამფუძნებელს, დაჩი ნანობაშვილს აღნიშნული წამოწყებისა და რაჭაში სტუმრობისთვის. ასევე მადლობა უხდიან, სკოლის დირექტორს, მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვისთვის, თითოეული სკოლის პედაგოგს და მშობელს მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების კოორდინატორი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203