
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლასთან შერწყმულ უნწის დაწყებით სკოლაში გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, 3 და 8 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე, მათ იმღერეს, იცეკვეს, დედაზე ლექსები წაიკითხეს, მხატვრული ჩანახატები წარადგინეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ღონისძიებაში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასის დამრიგებლები და სხვადასხვა საგნის მასწავლებელი აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე ძალიან ლამაზი, ემოციური და დაუვიწყარი იყო როგორც ღონისძიების მონაწილეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ყოველთვის ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: