საკობიანოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმო გარემოში აღინიშნა
14-03-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. ზეიმზე, I კლასის მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები დედაზე და ასე მიულოცეს ყველას გაზაფხულის დღესასწაულები.

აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნეს.

„მადლობა ჩემს პატარებს, ჩემს საოცარ გოგო-ბიჭებს, მათ დედიკოებსა  და მუსიკის მასწავლებელს - თამარ ვაყელიშვილს ამ დღისთვის. ყველას გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულებს“, -  აღნიშნავს პედაგოგი ეკა ქიტესაშვილი

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203