საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეთა ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი და საინტერესო დისკუსია
15-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სასწავლო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში, ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, ჩატარდა IXბ კლასის (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე) ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მოქალაქეობაში.

გაკვეთილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის შესწავლილ თემას - „სარჩობელაზედ“ მიეძღვნა, ასევე მოიცავდა საკითხებს: ქართული ენა/ლიტერატურაში - ადამიანი და მისი ცხოვრება, მოქალაქეობაში კი - ცენტრალური ხელისუფლება.

აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს ძალადობის შედეგები, იმსჯელეს რატომ არის საჭირო ძალადობის პრევენცია ან მასზე დროული რეაგირება, როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოების მხრიდან.

„გიმნაზია მუდმივად ახორციელებს ახალი სკოლის მოდელის, არჩეული მიმართულების - „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში მსგავს კლასგარეშე ღონისძიებებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203