„ეს ჩემი დედიკოა“ - ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს
14-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლაში მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გახალისებასა და გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში, პირველი და მესამე კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, მათ დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ემოციური წერილები დაწერეს და ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.

განსაკუთრებით ემოციური კი გახლდათ ის, რომ პატარები შეეცადნენ, დედიკოები დაეხატათ, შემდეგ კი რამდენიმე სიტყვით დაეხასიათებინათ ისინი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203