საბათლოს საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებაზე მოსწავლეები აქტიურად ზრუნავენ 
15-03-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

ბავშვები, ბუნების მასწავლებლის - ალინა ტოვმასიანის ხელმძღვანელობით, ზრუნავენ სკოლის ეზოს გამწვანებასა და უკვე არსებული მცენარეების მოვლა-პატრონობაზე.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბავშვებიც გააქტიურდნენ და პირველი საგაზაფხულო სამუშაოებიც ჩაატარეს - მათ შორის, მოსწავლეებმა სხვადასხვა ჯიშის მცენარეები დარგეს, შემობარეს, დაამუშავეს, გააფხვიერეს ​მორწყეს ნიადაგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203