საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გასვლითი შემეცნებითი აქტივობა მუზეუმში 
14-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, შემეცნებით-გასართობი აქტივობების ფარგლებში, გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოზარდებმა, მუზეუმში დაცული ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები მოინახულეს.

მათ ასევე მოისმინეს გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.

„კიდევ ერთი საინტერესო კლასგარეშე აქტივობა ჩაიწერა მოზარდების მეხსიერებაში“, - განმარტავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203