პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს 
15-03-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის შემობძანებას, ქალთა და დედის დღეებს მიეძღვნა შემოქმედებითად წარიმართა. 

მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა ნებიერიძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღეს მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.

დედებს კი მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და თვითნაკეთი მისალოცი ბარათები მიართვეს. 

სკოლაში მეორეკლასელებსა და მათ დამრიგებელს აქტივობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203