4. დასკვნითი ღონისძიება: ლექცია თემაზე „26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“; ვიქტორინა, კონცერტი და კოსტუმირებული სპექტაკლი „კომბლე“.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ზღაპრები „კომბლე“ და „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს.
შემდგომი ღონისძიებები კვლავ სკოლაში გაგრძელდა - ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა...
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისტორიული მიმოხილვა „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩაატარეს, რის შემდეგაც თემატური ვიქტორინა გაიმართა, ბოლოს კი საზეიმო კონცერტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მთელმა სკოლამ მიიღო.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ღონისძიებებში თავდაუზოგავი და წარმატებული მუშაობისათვის საჩუქრები გადაეცათ.