პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა საერთაშორისო დღე ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს 
14-03-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

I და III კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებლები: მაკა კობახიძე და ნანა მაღლაკელიძე არიან, ღონისძიებით მოულოცეს გაზაფხულის დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას. ზეიმზე, ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ასე გაულამაზეს დამსწრე საზოგადოებას ეს დღე.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. სკოლაში, მათ ასეთი აქტიურობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203