ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
13-03-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი პატივისცემის გამოხატვას და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა. 

ღონისძიებაში, რომელიც გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

ბავშვებმა შემოქმედებითობით აუდიტორია მოხიბლეს და დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203