გურიანთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
13-03-2024

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან. შესაბამისად, იმართება არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა, რაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ამჯერად, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ბაზაზე პროექტის - „ნარჩენების მართვა“ პრეზენტაცია ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ინიციატორია „ლიდერთა სკოლა“. გურიანთის საჯარო სკოლაში პროექტი ლიდერთა სკოლის წევრმა, მე-7 კლასის მოსწავლემ - ნინო ჩხაიძემ წარადგინა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

„დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნარჩენები და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი გადაჭრის გზები“ , - აღინიშნა სკოლაში.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმდგენს დებიუტი ტკბილეულით მიულოცეს.

„მადლობას ვუხდით საკონდიტრო საწარმო „არტ ნონას“, რომელმაც პროექტის პრეზენტატორს დებიუტი ულამაზესი ტკბილეულით მიულოცა“ , - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203