ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ღონისძიებით მიულოცეს
13-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს სითბოს, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ღონისძიება, რომელიც დედის დღესა და 8 მარტს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებსა და პედაგოგებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები და მათ შრომასა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს მათივე დამზადებული მისალოცი ბარათები და თაიგულები მიართვეს და დაუიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203