ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
13-03-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ახლახან, ეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ეს დღე მშობლებსა და მასწავლებლებს.

ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი - მარინა ხოფერია, ინგლისური ენის მასწავლებელი დალი ცხვიტავა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ეკის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ინეზა მაშავამ. დეკორაციის შექმნაზე კი იზრუნა მანანა ადამიამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203