„დედის ამოცნობას დანახვა არ სჭირდება“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
13-03-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლება და სასკოლო ცხოვრებება დაუვიწყარ პერიოდად უქციონ მოსწავლეებს სხვადასხვა თემატური ღონისძიებებითა თუ შემეცნებითი აქტივობებით.

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა გაზაფხულის შემობრძანება... დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება, სადაც პატარებმა მშობლებს დედის დღე ლექსებით სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრების შესრულებით მიულოცეს, გადასცეს თავიანთი ხელით შექმნილი ყვავილები და მისალოცი ბარათები. 

საინტერესო და სახალისო იყო აქტივობა რომლის დროსაც მოსწავლეს თვალებახვეულს უნდა გამოეცნო, რომელი იყო მისი მშობელი. აღნიშნულმა აქტივობამ განსაკუთრებული ემოციები აღძრა დამსხრე საზოგადოებაში. 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203