„რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ“ - ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მეორეკლასელებს სემინარი მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაუტარეს
13-03-2024

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის, საინტერესო და მრავალმხრივი გაკვეთილების პარალელურად, სხვადასხვა სემინარები ტარდება, რომლებიც ერთადერთ მიზანს - მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.

ღონისძიება კი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ახმეტის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა ჩაატარეს და ის ჯანმრთელობას, ჰიგიენის ნორმებს, ასევე სხვა საინტერესო საკითხებს მიეძღვნა.

„მე-6 „ა“ კლასის მოსწავლეებმა სემინარი ჩაატარეს მე-2 კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ“.

ბავშვებმა ისაუბრეს ჰიგიენის წესების დაცვაზე, ძაღლისა და კატის ნაკბენისგან მიყენებული ჭრილობის დროს პირველად დახმარებაზე, ასევე შხამიანი ცხოველებისგან თავდაცვის საკითხებზე... მოსწავლეებმა საინტერესო კითხვა-პასუხით დაასრულეს სემინარი და პოზიტიური შთაბეჭდილებებით მოახდინეს შეჯამება“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სემინარის ჩატარება გამიზნული იყო სასკოლო თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებისა და სწავლის ხარისხის გასაძლიერებლად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203