
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დედის და ქალთა საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა. პირველკლასელებმა, მოსწავლეთა როლში პირველად მიულოცეს დედებს 3 მარტი, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო.
მათ, ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, დედაზე ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: