
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივი, სკოლის ლიდერისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, ბავშვებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
აქედან გამომდინარე, ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ტარდება მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები და სხვათა შორის, წარმატებით ფუნქციონირებს წიგნიერთა კლუბიც, რომლის საშუალებითაც არაერთმა ბავშვმა შეიყვარა კითხვა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, წიგნიერთა კლუბის წევრების ინიციატივით, ახლახან ჩატარებული პრეზენტაცია თემაზე „ჩემი საყვარელი წიგნი“;
„კლუბის წევრებმა თანატოლებს გააცნეს საყვარელი წიგნის ძირითადი აზრი. ასევე ისაუბრეს რატომ არის მათთვის გამორჩეული და საინტერესო, პრეზენტაციის დასასრულს კი მოსწავლეებმა შეარჩიეს სასურველი წიგნები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.