
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლის - ირაკლი ჩხეიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
Vა კლასის მოსწავლე საფეხბურთო გუნდ „ნიუ ნორჩი დინამოს“ წევრი და წარმატებული ფეხბურთელია. ირაკლი ჩხეიძე ახლახან „ნიუ ნორჩი დინამოს“ 2024 წლის ლაბუჩას თასის ტურნირის (2013 წლიანებში) საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: