
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღებასთან ერთად, სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ერთვებიან და განსაკუთრებით ზრუნავენ, ბუნების დაცვის მხრივ თანატოლების ცნობიერების ამაღლებაზე.
ახლახან, ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში, ველური ბუნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა: ხატია მესხმა და სულამით ჯიქიძემ მოამზადეს.
მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული თემის ირგვლივ, ხაზი გაუსვეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ველურ ბუნებას ჩვენი გადარჩენისთვის, კეთილდღეობისა და არსებობისთვის; ასევე მოიძიეს ახალი ინფორმაციები და სასკოლო საზოგადოებასაც დიდი ენთზუიაზმით გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას, პედაგოგი მაია ქორიძე ხელმძღვანელობდა, რომლის დახმარებითაც, ადგილობრივმა მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ დედაბუნებას დაცვა სჭირდება.
იხილეთ ფოტოები: