
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლის - ლიზი ლომიძის ინიციატივით, სკოლის აქტიური მოსწავლეები და ეკოკლუბ „ეკომცველების“ წევრები საქართველოს სკაუტების მიერ ორგანიზებულ გასართობ-შემეცნებით აქტივობაში - City Game ჩაერთნენ.
City Game მიმდინარეობდა მზიურის პარკის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათ შეეჯიბრნენ და სხვადასხვა დაბრკოლება გადალახეს.
სკოლის ჯგუფებს ჰქონდათ სხვადასხვა სახის დავალება, რომელიც გულისხმობდა როგორც ფიზიკურ აქტივობას ასევე კითხვებზე პასუხების გაცემას. თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ეკოკლუბელებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და დამსახურებული ქულებიც მოიპოვეს.
„მადლობას ვუხდით, საქართველოს სკაუტებს ასეთი შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისთვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეების ჩართვისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: