თბილისის N174 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე კატო ცირეკიძემ საქართველოს სამთო-სათხილამურო თასზე წარმატებით იასპარეზა
13-03-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

17-18 თებერვალს, გოდერძის უღელტეხილზე (აჭარაში) სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ჩატარდა საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ორი ეტაპი: სლალომში და გიგანტურ სლალომში.

2010-2011 წლებში დაბადებულთა შორის იასპარეზა თბილისის N174 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე - კატო ცირეკიძემ, რომელმაც გიგანტურ სლალომში 2 ადგილი, ხოლო სლალომში 1 ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთ ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203