თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე
13-03-2024

თბილისის N169 სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

მათ შორის არიან მე-7გ კლასელი მანანა ბალაევა და  IIIდ კლასის მოსწავლე სესილი ნაზღაიძე.

მეშვიდეკლასელმა, ბუდაპეშტში გამართულ მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირში - Gracia Cup წარმატებით იასპარეზა. 2011 წელს დაბადებულთა შორის, მოსწავლემ (მხატვრული ტანვარჯიშის სკოლა „პირველები“) რგოლით ვარჯიშში მე-2 ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის JP Arena-ზე სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი მონაწილე წარდგა. მათ შორის, აღნიშნული მოსწავლის გარდა, ასევე იყო N169 საჯარო სკოლის III დ კლასის მოსწავლე სესილი ნაზღაიძე, რომელმაც ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203