ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიომრავალფეროვნებას იკვლევენ
28-05-2018
ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე მეოთხე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან“ (CENN) აქტიურად თანამშრომლობენ.
„ნიკო კეცხოველის პრემია 2019“-ის ფარგლებში ბიომრავალფეროვნებისა და „ბაღის ფრინველთა საათის“ აღსანიშნავად ლელოვნის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აღჭურვილობით „შეიარაღდნენ“, შემდეგ კი ბუნების წიაღისკენ გასწიეს.
მათ სხვადასხვა სახეობის ფრინველები დააფიქსირეს, განსაკუთრებით კი ყვავილებზე მოფარფატე პეპლებს აკვირდებოდნენ. მოსწავლეებს არც მცენარეებზე „მოკალათებული“ მავნებლები დარჩენიათ უყურადღებოდ. სკოლაში დაბრუნებულებმა კი კადრში დაფიქსირებული სახეობების იდენტიფიცირება და მათზე ინფორმაციის მოძიება დაიწყეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს