
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დედებზე ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას ასე მიულოცეს 3 მარტი. ბოლოს კი საზოგადოების წინაშე შესანიშნავი სიმღერით წარდგნენ.
„სკოლის მარგალიტებმა, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ტკბილი სიმღერებით დააგვირგვინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა შემოქმედებითობამ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეოები: