თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს 8 მარტი საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს 
13-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შემოქმედებითი და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის დღესასწაული - 8 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, III და V კლასების მოსწავლეებმა ფერადი ფურცლებისგან ვარდები დაამზადეს და პედაგოგებს მიართვეს. ამ აქტივობით ბავშვებმა მასწავლებლების მიმართ პატივისცემა გამოხატეს და ისინი გაახარეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203