
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა.
I, II, III, IV კლასების მოსწავლეები პედაგოგებმა მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში ჩართეს. ბავშვებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს, დედის როლი და ამაგი აღნიშნეს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
შვილების ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული ბარათები მშობლებისთვის, მართლაც ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.
იხილეთ ვიდეომასალა: