
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, დედისა და ქალთა დღეებთან დაკავშირებით, კვირეული „დედა და გაზაფხული“ ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მოწიწებით შექმნეს დედის დღის მისალოცი ბარათები. მათ, ასევე, გააანალიზეს მოთხრობა „ლამაზი დედა“.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე დედაზე ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: