
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა.
ღონისძიება, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა, შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავაფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საყვარელ ქალბატონებს დღესასწაულები სიყვარულით მიულოცეს.
ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაისმახურეს.
იხილეთ ფოტოები: