
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწევებზე აისახება.
9-10 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიებას მოსწავლეები ენთუზიაზმით შეუერთდნენ და წარმატებით იასპარეზეს. ვაჟებს შორის საპრიზო ადგილი მოიპოვა სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ლუკა აბულაძემ.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: