ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებით მე-19 საუკუნის საქართველოსა და მსოფლიოს კულტურა გააცოცხლეს
13-03-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ახლახან, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა - შორენა თეთვაძემ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გააცოცხლა მე-19 საუკუნის საქართველოს და მსოფლიოს კულტურა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, როგორც ქართული ასევე უცხოური სიმღერები, დადგეს თეატრალური წარმოდგენები - „ლუარსაბ თაქთაქიძე“, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და „მუხამბაზი“.

ღონისძიებას სკოლის საზოგადოებასთან ერთად ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203