ჩიბათის საჯარო სკოლის პირველმა კლასმა ერთი სასწავლო წელი შეაჯამა
28-05-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა მარინა ტიშჩენკომ სკოლაში ერთი წლის მუშაობა შეაჯამეს.
ზეიმის მიზანი მოსწავლეებში ქართული ენისადმი პატივისცემის გაღრმავება, ქართული და ინგლისური ანბანის ცოდნის დემონსტრირება, მხატვრული კითხვისა და როლური თამაშების უნარის განვითარება იყო.
პატარებმა სასწავლო წლის განმავლობაში ყველა საგანში მიღებული ცოდნა თეზისების სახით წარმოადგინეს. მათვე, ზეიმი სიმღერებით, ცეკვებით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან ნაწყვეტებით განაახლეს და მაყურებლებს სამომავლო გეგმებიც გაუმხილეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს