
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები.
მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები, 3 და 8 მარტი მიულოცეს მასწავლებლებსა და მშობლებს.
ბავშვებმა მათ როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ასევე მოაწყვეს თემატური ნახატების გამოფენა და საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: