ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ამაღელვებელი სარვამარტო საჩუქარი დირექტორს 
13-03-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და 8 მარტი აღნიშნეს. მათ დღესასწაული დამრიგებელს და სკოლის დირექტორს - ელზა აშიროვას ჩანახატებით მიულოცეს​. მოსწავლეებმა, ისინი ლამაზი და სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და გაახარეს.

„მათი ბავშვური აზრები და ნახატები ამ ლამაზ დღეებზე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო“, - აღნიშნავს ელზა აშიროვა, რომელიც მოსწავლეთა ძვირფასმა საჩუქარმა ძალიან გაახარა. 

აქტივობებში ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტვიობები და ღონისძიებები მოსწალეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203