ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და დედებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს
13-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისა და პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა ლამაზი ღონისძიებით გამოხატეს. 

ღონისძიება, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მერი ნერსესიანმა ჩაატარა. 

მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული მასწავლებლებს და მშობლებს შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს - შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები, დადგეს სახალისო სკეტჩები.

ღონისძიების ბოლოს კი ბავშვებმა მასწავლებლები და მშობლები ყვავილებით დაასაჩუქრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203