
ტყიბულის N4 საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიუძღვნეს ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“.
ღონისძიების ფარგლებში აქტივობები ჩატარდა მშობელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით.
მოსწავლეები ლამაზი, თბილი სიტყვებითა და ფრაზებით მოეფერენ დედებს, გადასცეს თავიანთი ხელით შექმნილი სამახსოვრო ბარათები, შეავსეს სახალისო ტესტი - „როგორ ვიცნობ დედას“.
„ღონისძიებამ ძალიან სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში, რომლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: