იხტილის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6 კლასში, დამრიგებლის - ვარდითერ ბაგდასარიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება მოეწყო. ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის,

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203