გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
13-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ თეა მჟავანაძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანება და 
დედის დღე აღნიშნეს.

ბავშვებმა საყვარელ დედებსა და პედაგოგებს 3 მარტი ლექსებით, თბილი სიტყვებითა და სიმღერებით მიულოცეს.

მოსწავლეებმა მათი ამაგი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203