ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული საგაზაფხულო ღონისძიება 
13-03-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს პედაგოგებს 8 მარტი.

ბავშვებმა, ასევე ქაღალდებისაგან ულამაზესი ყვავილები, მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლებიც მასწავლებლებს გადასცეს და გაახარეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. დღემ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასიმოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203