არეშფერანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება 
13-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისა და პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა ლამაზი ღონისძიებით გამოხატეს. 

სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა. 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, გაამხიარულეს მიწვეული სტუმრები და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

„დედის დღე არის დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. „დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად -  ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203