იხტილის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება 
13-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ამ დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ოლინკა ლაგზიანის ხელმძღვანელობით, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას დედისა და ქალთა დღე.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ემოციური, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203