სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, გაკვეთილი ქართულად წარიმართა.
„მოსწავლეები ხალისით პასუხობდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს, დაფაზე გაკრული თვალსაჩინოების გამოყენებით გაზაფხულის თვეებსა და წელიწადის ამ დროს ადამიანთა საქმიანობებს აღწერდნენ. გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ხალისიანი იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტო