ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
13-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ სოფო მიქიაშვილის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

„სოფო მასწავლებელმა და სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დედებზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

აღსანიშნავია, რომ 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში შვილებთან ერთად დედებიც მონაწილეობდნენ. მათ, სკოლაში, ასეთი ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203