იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, ცეკვისა და სიმღერის კონკურსი გამართეს
13-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედის დღე. მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლეილა მკრტჩიანთან ერთად, ცეკვის და სიმღერის კონკურსი გამართეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203