ანბანის კოშკი და ზღაპრული გარემო ხრიალეთის საჯარო სკოლაში - პირველკლასელების შემოქმედებითმა აქტივობამ ყველა აღაფრთოვანა
14-03-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგოები, მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ მასწავლეებს შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც ისინი არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას მიიღებენ, არამედ სხვადასხვა მიმართულებითაც განვითარდებიან და საკუთარ შესაძლებლობებსაც წარმოაჩენენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შექმნა პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ეს ესაა შეაღეს ცოდნის ტაძრის კარი. მნიშვნელოვანია, სწავლის სიყვარული საფუძველშივე გაუღვივოს მათ სკოლამ და აქტივობა, რომელზეც გიამბობთ, კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი მასწავლებლები, ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო იყოს.

ახლახან, ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაზე იმუშავეს - მათ ქართული ანბანის კოშკი შექმნეს, რომლის პრეზენტაციაც საკლასო ოთახში მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და პედაგოგის ქებაც დაიმსახურეს. 

„ბედნიერი ბავშვები და ზღაპრული გარემო l კლასში. წარმატებები, მერცხლებო!“, - ასე შეაფასეს სკოლაში გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი, ნატო სალუქვაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ნატო მასწავლებლის დამსახურებით, ეს დღე პატარა მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ.

 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203