ხრიალეთის საჯარო სკოლაში დედის დღეს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა
13-03-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სხვადასხვა ღონისძიებითა და აქტივობითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლიანა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა ბავშვებმა საყვარელი დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და ასე მიულოცეს მათ 3 მარტი.

აქტივობებში ისინი დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

„საუკეთესო დამრიგებლის საუკეთესო ბავშვები! წარმატებები თქვენ“, - ასე აფასებენ სკოლაში აღნიშნულ კლასს.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203