ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა „დედის ზღაპარი“ სპექტაკლად აქციეს
13-03-2024
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მეორე კლასის დამრიგებელმა - ნატო გეგეშიძემ აღსაზრდელებთან ერთად, ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრებიდან - „დედის ზღაპარი“ შეარჩიეს და დადგეს. პატარა მსახიობებმა არაჩვეულებრივი სპექტაკლი გაითამაშეს და პროფესიონალურად გააცოცხლეს ზღაპრის გმირები.
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას დიდი სიხარული მიანიჭეს და მშობლებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ნაბაკევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს